„მე ვერ შევეგუები და ვიკითხავ, რას მიწუნებენ, როგორც სამხატვრო ხელმძღვანელს, როგორც რეჟისორს, როგორც პროფესიონალს და რას უწუნებენ ჩემს პროგრამას?!“ - განაცხადა თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ქეთი დოლიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
„მე სრული უფლება მაქვს ვთქვა, რომ ეს ყველაფერი არის ჩაწყობილი. ეს არის ზუსტად „ქართული ოცნებისთვის“ ზურგში ჩარტყმული დანა. ვიღაცას ეს აწყობს ამ არჩევნების წინ.
თუ ეს უბედურება მოხდა, ეს იქნება უბედურება. ასეთი მეთოდით მოსული რეჟისორი [გიორგი სიხარულიძე] თეატრისთვის იქნება უბედურება. იმიტომ კი არა, რომ ის ცუდი რეჟისორია, ის ცუდად მოიქცა როგორც ადამიანი“,-განაცხადა ქეთი დოლიძემ ტელეკომოანია „პირველის“ ეთერში.
კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძის გადაწყვეტილებით, თუმანიშვილის კინომსახიობთა თატრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გიორგი სიხარულიძე დაინიშნა.
კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქეთი დოლიძე რომელიც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო 17 სექტემბრამდე, უფლებამოსილების ამოწურვამდე დაიკავებს აღნიშნულ თანამდებობას.