Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბახალას საქმე - სასამართლოში დღეს საქმის არსებითი განხილვა გაიმართა

01 სექტემბერი, 2017 17:15

თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალას) საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის 3 მოწმე - ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლები დაიკითხნენ.

მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა გურამ ცინცაძემ პროცესზე გაიხსენა, რა ვითარებაში მოხდა ბახალას ჩხრეკა და დაკავება. მან აღნიშნა, რომ გიორგანაშვილს ნარკოტიკული საშუალება ქურთუკის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოუღეს. რაც შეეხება დაცვის მხარის შეკითხვას - „რატომ არ გაიჩხრიკა გიორგანაშვილის ხელბარგი?“ - მისი თქმით, ის არ იყო ჩართული ავტომანქანის ჩხრეკაში და ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა.

გიორგანაშვილის ადვოკატის, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ იურისტის, გიორგი მახარაძის განცხადებით, „აშკარად იგრძნობოდა, რომ მოწმეები დაზეპირებული ტექსტებით საუბრობდნენ“.

მისი თქმით, გამომძიებელ გურამ ცინცაძის დაკითხვიდან დაცვის მხარისთვის მნიშვნელოვანი საკითხები მაინც გამოიკვეთა. ადვოკატის თქმით, აღნიშნულმა მოწმემ განაცხადა, რომ ტაქსის მძღოლი და გიორგანაშვილი ჩხრეკისას ერთმანეთისგან რამდენიმე ნაბიჯზე იდგნენ, ესმოდათ რა ხდებოდა მათ გვერდით და ვიზუალური კონტაქტიც ჰქონდათ. „რაც ნიშნავს იმას, რომ ორივე მათგანი ერთმანეთს ხედავდა, თუ როგორ იჩხრიკებოდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა დაცვის მხარისთვის [ვინაიდან ტაქსის მძღოლს უნდა დაენახა, თუ როგორ ამოუღეს გიორგანაშვილს ნარკოტიკული საშუალება, ასეთი ფაქტის არსებობის შემთხვევაში. ტაქსის მძღოლის განცხადებით, კი მას არ დაუნახავს, ამოიღეს თუ არა გიორგანაშვილის ქურთუკიდან რაიმე; მან თქვა, რომ დაინახა მხოლოდ პოლიციელი, რომელსაც უკვე ხელში პოლიეთილენის შეკვრაში ნარკოტიკები ეჭირა].

ბახალას ადვოკატ ნინო გელაშვილის თქმით, ასევე მნიშვნელოვანი დეტალია ცინცაძის მიერ გიორგანაშვილის ჩხრეკის აღწერის დახასიათება.

„მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბახალას მაღალყელიანი ფეხსაცმელი ეცვა, ჩხრეკისას ფეხსაცმელი არ გახადეს. თუმცა, როდესაც პირის პირადი ჩხრეკა ტარდება, ფეხსაცმელსაც ხდიან. წინდას თუ არ ხდიან, ხელით მაინც სინჯავენ “, - ამბობს ადვოკატი. [გამომძიებლის თქმით, გიორგანაშვილს იმგვარი ფეხსაცმელი ეცვა, რომ გახდის გარეშეც იძლეოდა წინდების გაჩხრეკის საშუალებას].

ადვოკატმა ცინცაძის ჩვენებიდან, მისი თქმით, კიდევ ერთ უერთიერთგამომრიცხავ საკითხზე შეაჩერა ყურადღება.

„ცინცაძემ ჯერ აღნიშნა, რომ გადმოყვანისთანავე, დაუყოვნებლივ დაიწყეს ბახალას ჩხრეკა, თუმცა, შემდგომ თქვა, რომ ამას გარკვეული დრო დასჭირდა, 2, 3 თუ 4 წუთიო; ხოლო მესამე პოზიცია იყო, რომ ამ ყველაფერს ერთი საათი დასჭირდა [გაჩერებიდან ჩხრეკის დაწყებამდე]“,  - ამბობს ნინო გელაშვილი.

ბახალას შემდეგი სასამართლო პროცესი 6 ოქტომბერს 15 საათზე ჩაინიშნა. მომდევნო სხდომაზე ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვას მოისმენს.

გიორგი გიორგანაშვილს გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ბუპრენორფინის (სუბოტექსი) შეძენა-შენახვაში ადანაშაულებს. თავად ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ნარკოტიკები ჩაუდეს, რადგან არ დასთანხმდა პოლიციის მოთხოვნას, რომ ეთანამშრომლა მათთან და ერთ-ერთი პირის, ირაკლი ქორიძის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება (რომ სხვა საგამოძიებო მოქმედების დროს აღმოჩენილი ნარკოტიკები ქორიძეს ეკუთვნოდა).

ბახალას საქმე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^