თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში, შვაბების ქუჩაზე მდებარე XIX საუკუნის გერმანული მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულების ეკლესიის, სახლებისა და სასაფლაოს აღდგენა-რესტავრაცია იწყება.
ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 15 აგვისტოს განკარგულებაშია აღნიშნული.
დოკუმენტის მიხედვით, აღდგენა-რესტავრაციისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა უნდა შეისყიდოს.