Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ერთობა - ახალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე იქნება

04 სექტემბერი, 2017 12:47

„ერთობა - ახალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე იქნება. გიორგი ვაშაძის საარჩევნო სლოგანია „საქართველო მსოფლიოს ძლიერ სახელმწიფოთა შორის, ხოლო თბილისი ძლიერ ქალაქთა შორის“.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ სრულიად ახლებურად შევუდგეთ საქმის კეთებას. საქართველოს გერბზე გამოსახულია სიტყვები - „ძალა ერთობაშია“, მაგრამ რატომღაც ვერაფრით ვერ ვახდენთ ამ ერთიანობას. სამწუხაროდ, ჩვენი მტერი, რომელიც ახლოს არის, სწორედ ამ დაპირისპირებით, ამ პრობლემებით სარგებლობს. ნაცვლად ერთიანობისა, ჩვენ დაპირისპირებას ვანდომებთ მთელ დროს - მზად ვართ, ერთმანეთს შეურაცხყოფა მივაყენოთ, მზად ვართ ერთმანეთს ლუკმა პური წავართვათ. 

ჩვენ ვგავართ იმ მებრძოლს, რომელსაც არანაირი ენერგია არ გააჩნია იმისთვის, რომ იბრძოლოს ბოლომდე და ერთადერთი მიზანი აქვს, რომ იქნებ ეს ბრძოლა დასრულდეს. ჩვენ ამით მიზანს ვერ მივაღწევთ. 

რატომ გვჭირს ეს ყველაფერი? რატომ ვერ ვერთიანდებით? რატომ გვაქვს ამდენი გაჭირვება? რატომ გვაქვს ამდენი პრობლემა? - იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს საერთო მიზანი, უფრო სწორად, ზე-მიზანი, რისთვისაც ყველა ვიბრძოლებთ და ერთ მუშტად შეკრულები მივაღწევთ წარმატებას. არ გვაქვს ზე-მიზანი, რომელიც ჩვენს ქვეყანას თავის ადგილს მოუტანს ლიდერ სახელმწიფოთა შორის. 

სწორედ აქედან გამომდინარე, დღეს გვინდა შემოგვთავაზოთ ის ზე-მიზანი, რომელიც გაგვაერთიანებს და ეს არის - „საქართველო მსოფლიოს ძლიერ სახელმწიფოთა შორის, ხოლო თბილისი ძლიერ ქალაქთა შორის“. ეს უნდა იყოს სწორედ ჩვენი მიზანი.

მე მჯერა, რომ ჩვენ ვართ ინოვაციური ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ წარმატებას მიაღწიონ. მოდით, გავერთიანდეთ ყველანი ზე-მიზნის გარშემო“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^