Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სააკაშვილის ადვოკატი: ექსტრადიციის მოთხოვნა პოროშენკოს და ივანიშვილის შეთანხმებას უკავშირდება

05 სექტემბერი, 2017 18:57

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკშვილის ადვოკატის ბექა ბასილაიას თქმით, საქართველოს მხრიდან უკრაინისთვის სააკაშვილის ექსტრადიციის ხელახალი მოთხოვნის მიზეზები არის აბსურდული. ბექა ბასილაია აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინაში დაგეგმილ აქტივობას. 

„ის მიზეზი, რაც დაასახელეს, არის თითიდან გამოწოვილი და თავის თავშივე აბსურდული, რამდენადაც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში საქმე უკვე ორი წლის წარიმართა და ახლა გამოფხიზლდნენ, ახლა გაახსენდათ?“ 

რამდენიმე თვის წინ მათ უკვე განაცხადეს, რომ უკრაინას უკვე მიმართეს ექსტრადიციის მოთხოვნით და უარი ეთქვათ, ამის შემდეგ ხელახალი მოთხოვნა, რომელიც 1 სექტემბერს ერთმნიშვნელოვნად უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის მიერ დაგეგმილ აქტივობას, პოლიტიკურ აქტს. ეს ყველაფერი უკავშირდება პოროშენკოსა და ივანიშვილის შეთანხმებას და ამ ყველაფერს არავითარი შეხება არ აქვს სამართლებრივ პროცედურებთან“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ. 

საქართველოს პროკურატურამ 2017 წლის 1 სექტემბერს უკრაინის იუსტიციის სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობით  კიდევ ერთხელ  მიმართა. - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა. 

„საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მისი დაკავებისა და ექსტრადიციის შუამდგომლობა გაგზავნა უკრაინის იუსტიციის სამინისტროში. ამჟამად მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი სამართლებრივი პროცედურა. 
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ბრალდებულია სისხლის სამართლის ოთხ საქმეში, კერძოდ:

1. სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით (ალექსანდრე გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ პირთა შეწყალების საქმე);

2. 2007 წლის 07 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევის, ტელეკომპანია „იმედში" შეჭრისა და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 333-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით (ე.წ. „7 ნოემბრისა და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის საქმე)

3. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, ჩადენილი ძალადობით და იარაღის გამოყენებით, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; ასევე,  ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებისთვის (სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის და რომელმაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და  25,117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით  (ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმე).

4. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით (8 837 461 ლარის) საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯების საქმე).“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

მიხეილ სააკაშვილი 10 სექტემბერს პოლონეთიდან უკრაინაში ჩასვლას გეგმავს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^