Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ევროპული საქართველოს“ ხუთ ყველაზე მსხვილ შემწირველს შორის გიგი უგულავას ძმაა

06 სექტემბერი, 2017 17:57

სახელმწიფო აუდიტის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა აგვისტოს თვის პარტიების შეწირულობების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. აგვისტოს თვეში პარტიამ „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ სულ 287,439.95 ლარი მიიღო. იგი აგვისტოში მიღებული შემოწირულობის რაოდენობით მხოლოდ „ქართულ ოცნებას" ჩამორჩება.  

„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ მსხვილი შემწირველები არიან:

1. აკაკი კილასონია - 42 000 ლარი

აკაკი კილასონია პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი და თვითმმართველობის არჩევნებში საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატია. 

2. ირაკლი უგულავა -15 000 ლარი

ირაკლი უგულავა „ევროპული საქართველოს“ წევრი და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ძმაა. მისი სახელი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ 2013 წლის კვლევაში ფიგურირებს. კვლევის მიხედვით, 2012 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით შპს „ჯეოლენდს“, რომლის 50%-იანი წილის მფლობელი ირაკლი უგულავა იყო, პირდაპირი მიყიდვის წესით ერთ ლარად გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული  უძრავი ქონება, კერძოდ, 8 000 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. 

ხუთ ყველაზე მსხვილ შემწირველს შორის არიან გიორგი წასიძე, გიორგი ტუღუში და ზაზა კედელაშვილი, რომლებიც „ევროპული საქართველოს“ წევრები არიან. 

3. გიორგი წასიძე - 10 000 ლარი

4. გიორგი ტუღუში - 10 000 ლარი.  

5. ზაზა კედელაშვილი - 7 000 ლარი

  • აგვისტოს თვეში „ქართულ ოცნება- დემოკრატიულ საქართველოს“ შეწირულობებმა შეადგინა  4,555,993  ლარი.
  • ალექსანდრე ელისაშვილის ფონდი - 9,769.97 ლარი
  • „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“  - 7,000 ლარი
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, - 5,330 ლარი
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 5,330  ლარი
  • „ეროვნული ფორუმი“ - 2,415 ლარი
  • „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ - 1,112  ლარი
  • „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“ - 136  ლარი
  • საქართველოს რესპუბლიკური პარტია - 20  ლარი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^