Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ქართული ოცნების" შემწირველი კომპანია RMG Copper-ის ყოფილ დირექტორთან არის აფილირებული

06 სექტემბერი, 2017 18:09

აგვისტოს თვეში „ქართული ოცნების“ შემწირველთა შორის ოთხი კომპანიაა, რომელთა შეწირულობა 100 000 ლარს უტოლდება ან აღემატება. ერთ-ერთი მათგანი - ეიჩე-რენტალი სს RMG Copper-ის ყოფილ დირექტორთან აფილირებული კომპანიაა.

ეიჩე-რენტალმა აგვისტოს თვეში „ქართულ ოცნებას“ 100 000 ლარი შესწირა. კომპანიის 20%-იან წილს გია მუჯირი ფლობს, 80%-ს კი შპს კავკასიის ტექნიკური სერვისის ჯგუფი, რომლის 25%-იანი წილის მფლობელი დიმიტრი კალანდაძეა.

დიმიტრი კალანდაძე 2012 -2013 წლებში RMG Copper-ის გენერალური დირექტორი იყო.

შპს კავკასიის ტექნიკური სერვისის ჯგუფის, ასევე 25%-იანი წილის მფლობელმა ლაშა ჯინჭარაძემ კი „ქართულ ოცნებას“ აგვისტოში, თავის მხრივ, 50 000 ლარი შესწირა.

გთავაზობთ აგვისტოში „ქართლი ოცნების“ ხუთ ყველაზე მსხვილ 5 შემწირველს:

  • 120,000 - იურიდიული პირი ჯი-ემ-პი - დირექტორი გიორგი ანთაძე, 100%-იანი წილის მფლობელი ლინა თოფურია
  • 110,000 - იურიდიული პირი პ და ლ - დირექტორი გიორგი ჭიორელი, 90%-იანი წილის მფლობელი ლევან კაჭარავა, 10%-იანი წილის მფლობელი ნატალია ნატროშვილი
  • 100,000 - იურიდიული პირი ზღვის პროდუქტები - დირექტორი დავით კვანტალიანი, 100%-იანი წილის მფლობელი დავით წიწილაშვილი
  • 100,000 - იურიდიული პირი ეიჩე-რენტალი - დირექტორი კონსტანტინე კვერნაძე, 20%-იანი წილის მფლობელი გია მუჯირი, 80%-იანი წილის მფლობელი შპს კავკასიის ტექნიკური სერვისის ჯგუფი
  • 70,000 - იურიდიული პირი პარტნიორი - დირექტორი მურთაზ ყობიაშვილი, 27.33%-იანი წილის მფლობელი მურთაზ ყობიაშვილი, 36%-იანი წილის მფლობელი რუსუდან გაფრინდაშვილი, 9,17%-იანი წილის მფლობელი მერაბ კაპანაძე, 27,5%-იანი წილის მფლობელი ზურაბ იაკობიძე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^