Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერი: ზემო ოსიაური - ჩუმათელეთის მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობა წელს იწყება

07 სექტემბერი, 2017 11:05

„ზემო ოსიაური - ჩუმათელეთის მონაკვეთზე მშენებლობა იწყება, რომელიც ჯამში 15 კილომეტრამდეა“, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ამის შემდეგ დაიწყება ყველაზე რთული,  რიკოთის მონაკვეთის მშენებლობა, რომლის დიზაინზეც მუშაობა ჯერ არ დასრულებულა და ამ მონაკვეთის ღირებულება მილიარდ დოლარამდე იქნება. 

„რაც შეეხება რიკოთის მონაკვეთს, მიმდინარეობს დიზაინის საბოლოო დაზუსტება, დაახლოებით მილიარდ დოლარამდე იქნება ამ მონაკვეთის ღირებულება. ეს არის უმნიშვნელოვანესი და ალბათ ყველაზე რთული მონაკვეთი და ეს იქნება 55 კილომეტრამდე, 90 ხიდის და 40 მაგისტრალური გვირაბის შემცველი მონაკვეთი. აქაც ასობით ადამიანი დასაქმდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ არ ვცდები მომავალი წლისთვის მზად ვიქნებით ამ მონაკვეთის მშენებლობის დაწყებისთვის. მე ძალიან მიხარია, რომ კარგი ტემპით მივდივართ, არ გვაქვს ჩამორჩენა სივრცითი განვითარების გეგმის დროით ინდიკატორებთან. მინდა მოსახლეობას სივრცითი განვითარების აღსრულების შესახებ რეგულარულად ვაცნობოთ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^