აჭარაში შავი ზღვის სანაპიროზე შტორმია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით სანაპიროზე ხუთ ბალამდე შტორმი ფიქსირდება.
სანაპიროზე განთავსებულ საგუშაგოებზე წითელი ალმებია აღმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაში შესვლა და ბანაობა აკრძალულია.