Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„სოლიდარობის ქსელი" ოქიტაშვილზე: მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია მშომელების მოძრაობაში

07 სექტემბერი, 2017 15:55

„საგანგაშოა ხელისუფლების უხეში ჩარევა დამოუკიდებელი პროფკავშირული გაერთიანების არჩვენებში, იმგვარი კანდიდატურის წამოყენებით, რომელსაც არ ესმის პროფკავშირული ბრძოლა და არ აქვს შესაბამისი კომპეტენცია შრომით და სოციალურ საკითხებში. მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია მშრომელების მოძრაობაში", - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „სოლიდარობის ქსელის" წარმომადგენელმა შოთა აზიკურმა.

„ამიტომაც, ამ კანდიდატის წარდგენით გაერთიანებული პროფკავშირების წინასაარჩევნო გარემო გადაიქცა პირადი დაპირისპირებებისა და პიროვნული შუღლის სივრცედ. რამაც უკანა პლანზე გადასწია მშრომელი მოსახლეობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები. ამ სიტუაციამ კიდევ უფრო ცხადად გვაჩვენა, რომ გაერთიანებული პროფკავშირის საქმიანობა მოითხოვს განახლებას, დემოკრატიულობასა და ახალ ლიდერებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გაერთიანებულ პროფკავშირებში არსებობს ძლიერი, აქტიური დარგები, რომლებიც ყოველთვის მშრომელთა მოძრაობის წინა ხაზზე არიან, თუ გაერთიანების ხელმძღვანელობა არ განახლდება, შესაძლოა, ამ დარგებმაც ვეღარ შეძლონ საკუთარი პოტენციის გამოყენება.

თანამედროვე სამყაროში, მშრომელთა გაერთიანებები ახალი გამოწვევების წინაშე დგანან,  რაც განსხვავებული სტრატეგიებისა და ფორმების საჭიროებას აჩენს,  სწორედ, ამიტომ ვაშენებთ ახალ პროფკავშირულ ორგანიზაციას, რომელიც ორიენტირებულია არსებულ გამოწვევებთან გამკლავებაზე და სოციალური სამართლიანობის მიღწევის ახალი გზების გამოძებნაზე, ეფექტური, დემოკრატიული და გამჭვირვალე მეთოდების გამოყენებით", - განაცხადა შოთა აზიკურმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^