BBC-ის ცნობით, მექსიკაში 8,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. დაღუპულია სულ მცირე 5 ადამიანი. ეპიცენტრი 87 კმ-ით იყო დაშორებული ქალაქ პიჯიჯიაპანიდან.
მოსალოდნელი ცუნამის შესახებ მოსახლეობას უკვე აფრთხილებენ მექსიკაში, გვატემალაში, სალვადორში, კოსტა-რიკაში, პანამასა და ჰონდურასში.
როგორც იუწყებიან, სტიქიის ეპიცენტრიდან 1000 კილომეტრში მიწისძვრა დაახლოებით 1 წუთს გაგრძელდა