საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატად ირაკლი მექვაბიშვილი წარადგინა. იგი საქართელოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენელია.
ირაკლი კობხიძემ მექვაბიშვილის დახასიათებისად განაცხადა, რომ მექვაბიშვილს ფინანსურ ინსტიტუტებში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის მუშაობდა როგორც საჯარო, ასევე კერძო და საერთაშირისო ორგანიზაციებში.
„წლების განმავლობაში ის იყო ეროვნული ბანკის თანამშრომელი, ასევე ეკავა მაღალი პოზიციები კომერციულ სექტორში, კომერციულ ბანკებში. დღემდე ის გახლდათ ევროპის რეკონსტრუქციისა და თანამშრომლობის ბანკის ასოცირებული დირექტორი. მე მინდა მას წარმატება ვუსურვო", - თქვა კობახიძემ.
თავად მექვაბიშვილი აცხადებს, რომ თუ მას ნდობას გამოუცხადებს, იგი აუდიტის სამსახურის ინსტიტუციურ განვითარებაზე იზრუნებს.
„ის გამოცდილება რაც შეძენილი მაქვს, თითქმის 25 წლის განმავლობაში საფინანსო საბანკო სექტორში მოღვაწეობის დროს, მოხმარდება აუდიტის სამსახურის თვისობრივად ახალ დონეზე გადასვლას. სამსახური გახდება უფრო ეფექტიანი, უფრო მოქნილი, უფრო გამჭვირვალე და დამოუკიდებელი. ყველა გავერთიანდებით იმ ღირებულებების ირგვლივ, რაც არის ობიექტურობა, დამოუკიდებლობა, პროფესიონალიზმი და საჯაროობა", - თქვა გენერალური აუდიტორიბის კანდიდატმა.
კანონმდებლობის თანახმად, გენერალურ აუდიტორს 5 წლის ვადით პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა ირჩევს. მექვაბიშვილის კანდიდატურაზე კენჭისყრა მომდევნი პლენალურ სხდომაზე გაიმართება.
ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, ლაშა თორდიას მადლობა გადაუხადა. მას უფლებამოსილების ვადა ივლისში ამოეწურა.