Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

17 მაისის საქმეში ბრალდებული პირები სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა

08 სექტემბერი, 2017 20:37

ერთწლიანი განხილვის შედეგად, 17 მაისის საქმეში ბრალდებული პირები სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო. 

„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" (WISG) ინფორმაციით, ბექა სალუქვაძის, ტიტალ დავრიშიანის, ირაკლი ბასილაიას (მცხეთის წმ. იოანეს სახელობის დედათა მონასტრის იღუმენი იოანე) და გიორგი ბასიაშვილის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ არ დაამაყოფილა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის საჩივარი და ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. 

ზემოხსენებულ 4 პირს ბრალად ედებოდათ 2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის ჩატარებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, ძალადობით ან ძალადობის მუქარით. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2015 წლის 23 ოქტომბერს, თბილისის საქალაქოს სასამართლოში, მოსამართლე დავით მგელიაშვილმა, ბრალდებული პირები უდანაშაულოდ სცნო, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილება, პროკურატურის მიერ გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში.

მეორე ინსტანციაში საქმის განხილვა დაახლოებით ერთი წლის წინ, 2016 წლის 21 სექტემბერს დაიწყო და დღეს, მოსამართლე გერონტი კახეთელიძეს მიერ ბრალდებულთა გამამართლებელი განაჩენის გამოცხადებით დაასრულა.

წყარო: „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი"

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^