ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებთან ერთად მატარებლის ვაგონში იმყოფება, რომელიც რამდენიმე წუთის წინ პოლონეთიდან უკრაინაში უნდა წასულიყო, თუმცა ვაგონში მყოფი პირებისთვის რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პოლიციის ბრძანებით მატარებელი არ წავა თუ მიხეილ სააკაშვილი არ დატოვებს ვაგონს.
სადგურის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილს თხოვენ, რომ ვაგონი დატოვოს.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი უკრაინაში გადასვლას კრაკოვეცის სასაზღვრო პუნქტიდან გეგმავდა. მოგვიანებით შეცვლა გეგმა და უკრაინაში გამგზავრება მატარებლით გადაწყვიტა.