ტელეკოპანია „რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, უკრაინის საზღვართან ვითარება დაიძაბა. მიხეილ სააკაშვილის მომხრეები პოლონეთის მხარეს გაემართნენ. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა საზღვარი გაარღვიეს და საქართველოს ექსპრეზიდენტი უკრაინაში გადაიყვანეს.
ისინი სკანდირებდნენ "მიშა, მიშა".
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი შეგინის გამშვები პუნქტიდან ცდილობდა უკრაინაში შესვლას, თუმცა უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილებით სააკაშვილი უკრაინაში არ შეუშევეს. სწორედ ამის შემდეგ შეგინის გამშვებ პუნქტზე ვითარება დაიძაბა.