„ქვეყნის მთავარ ინსტიტუციებთან ბრძოლა პოლიტიკური ინტერესებისთვის არის დანაშაული და უპასუხისმგებლობა“, - განაცხადა უკრაინის შს მინისტრმა, არსენ ავაკოვმა.
მინისტრის განცხადებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით, რაც უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე პირის უკანონო გადაყვანას გულისხმობს და პატიმრობას ითვალისწინებს.
„სააკაშვილი და ყველა ის პირი, ვინც საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა, უნდა შევიდეს „შეგინის“ საკონტროლო პუნქტში და გაიაროს რეგისტრაციის პროცესი ან მივიდეს მიგრაციის სამსახურში. „გარღვევაში“ მონაწილე ყველა ადამიანი, მათ შორის დეპუტატები უნდა მივიდნენ პოლიციაში და მისცენ ჩვენება“, - განაცხადა შს მინისტრი
მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველა, ვინც თავს დაესხა მესაზღვრეებს და პოლიციას, დაისჯება კანონით.
„სასაზღვრო პოლიციის 16 წევრი და პოლიციის თანამშრომლები მათი უკანონო ქმედებების გამო დაზარალდნენ და სამედიცინო დამხარება დასჭირდათ“, - განაცხადა ავაკოვმა