ლვოვში, სასტუმრო „ლეოპოლისში", სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, უკრაინელი მესაზღვრეები მივიდნენ.
„რუსთავი 2-ის" ცნობით, მესაზღვრეები ამბობენ, რომ მათ სასტუმროში მიიტანეს ე.წ. პროტოკოლი, რომელიც უნდა გადასცენ მიხეილ სააკაშვილს და აცნობონ, რომ 10 სექტემბერს მან დაარღვია სახელმწიფო საზღვარი.
სააკაშვილის ადვოკატები ამბობენ, რომ მესაზღვრეების სასტუმროში მისვლა არაკანონიერია, რადგან მიხეილ სააკაშვილისთვის მათ ფაქტის დაფიქსირებიდან სამ საათში უნდა ეცნობებინათ.
„მზად ვარ, გავიარო ყველა პროცედურა, მივმართავ პოროშენკოს და ყველა თანამდებობის პირს, რომლებიც მასთან ერთად ცდილობენ, განახორციელონ დანაშაულებრივი მოქმედებები, რომ ვერ შეცვლიან ჩემს პოზიციებს, ყველაფერი იქნება გამჭვირვალე" - საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამის შესახებ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.