Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ემზარ კვიციანი: კვოტირება რატომაა საჭირო, რამე ზღუდავს ქალებს?!

13 სექტემბერი, 2017 14:20

„პატრიოტთა ალიანსის" წევრი ემზარ კვიციანი სავალდებულო გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის (Task Force) მიერ წარდგენილ ინიციატივას განიხილავს.

სხდომაზე კვიციანმა კანონპროექტის ავტორებს მიმართა: „კვოტირება რატომაა საჭირო, რამე ზღუდავს ქალებს?! რატომ გვხდით იძულებულს? ეს იძულებაა. ჩვენ სამაგალითო პარტია ვართ და ეს დაცული გვაქვს მაგრამ კვოტირებას არ ვუჭერ მხარს". დეპუტატმა ხუმრობით აღნიშნა, რომ „თუ ნახევარი ქალები [პარლამენტში] მოვიყვანეთ, შვილებს ვინ გააჩენს?" 

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის კანონპროექტი საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს გულისხმობს, რომლის მიხედვით, პარტიები ვალდებულნი იქნებიან, საარჩევნო სიის დაკომპლექტებისას 50%-იანი გენდერული კვოტა დაიცვან და სიის ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. ცვლილება მხოლოდ პროპორციულ სიას ეხება.

კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ ეს იქნება დროებითი ზომა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში გენდერული ბალანსის გასაუმჯობესებლადაა საჭირო.

ცვლილებების მიღების შემთხვევაში, პარლამენტში (150 წევრიდან) ქალების რაოდენობა არანაკლებ 38 იქნება და, საბოლოოდ, ქალთა 25%-იან წარმომადგენლობას მივიღებთ.

ამჟამად პარლამენტში ქალების 16%-იანი წარმომადგენლობაა.

დაუჭერს თუ არა მხარს საპარლამენტო ოპოზიცია გენდერულ კვოტირებას

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^