„ლეიბორისტული პარტიის“ თბილისის მერობის კანდიდატი პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა იქნება. მერობის კანდიდატი საზოგადოებას პარტიის თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა წარუდგინა.
„წარმოგიდგენთ ხალხისთვის დაუცხრომელ მებრძოლს, უპატიოსნეს და უწესიერეს პოლიტიკოსს. ჩვენი ქალაქი ელოდება საკუთარ მერს, საკუთარ ოჯახის წევრს, საკუთარ ძმას, საკუთარ მამას, საკუთარ მეგობარს. სწორედ ასეთი იქნება და ასეთი არის გიორგი გუგავა, " - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა მერობის კანდიდატის წარდგენისას.