დათო ოქიტაშვილმა პროფკავშირების თავმჯდომარეობის არჩევნებში კანდიდატურა მოხსნა.
„ჩემი თვითმიზანი არ იყო პროფკავშირები თავმჯდომარე გავმხდარიყავი. ჩემი მიზანი იყო პეტრიაშვილის შესახებ ხალხს გაეგო. ჩემი კანდიდატურის მოხსნით მტკიცდება რომ მე არ ვიყავი სამთავრობო კანდიდატი“,- განაცხადა მან.
დღეს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ახალ თავმჯდომარეს ირჩევს. ამ წუთებში დელეგატთა ყრილობა მიმდინარეობს, კენჭისყრამდე დავით ოქიტაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ის ხსნის კანდიდატურას.
ყრილობაზე სიტყვის გამოსვლის შემდეგ ოქოტაშვილსა და ყრილობოს მონაწილეს შორის შელაპარაკება მოხდა.
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენელმა ოქიტაშვილს უთხრა, რომ მას რკინიგზელების მიმართ ბოდიში ჰქონდა მოსახდელი, რკინიგზასთან მიმდინარე აქციის დროს გაკეთებული განცხადებების გამო.
ოქიტაშვილი აცხადებდა, რომ ის იმ შემთხვევაში მოხსნიდა თავის კანდიდატურას, თუ პროფკავშირების მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილიც აღარ იყრიდა კენჭს არჩევნებში.