Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დათო ოქიტაშვილი: გარწმუნებთ, პეტრიაშვილი თავისით გადადგება ან დაიჭერენ

14 სექტემბერი, 2017 18:20

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარედ ირაკლი პეტრიაშვილის არჩევას თავმჯდომარეობის ყოფილი კანდიდატი დათო ოქიტაშვილი გამოეხმაურა. 

„მე დილით თქვი, რომ ამ უთანასწორო ბრძოლაში გაიმარჯვებდა ირაკლი პეტრიაშვილი. მე ამ ცირკში, რაც პეტრიაშვილმა დადგა, ვერ მივიღებდი მონაწილეობას. იმიტომ, რომ მე ჩემს თავთან ვიქნებოდი წინააღმდეგობაში. იმიტომ, რომ მე შეტანილი მაქვს სარჩელი სასამართლოში. მე შეტანილი მაქვს იუსტიციის სამინისტროში განცხადება და ხვალ ან ზეგ მივმართავ პროკურატურას", - აცხადებს ოქიტაშვილი და აღნიშნავს, - „მე ბრძოლას არ შევწყვეტ. მე გავაგრძელებ ბრძოლას და გარწმუნებთ, ირაკლი პეტრიაშვილი თავისით გადადგება და წავა, ან დაიჭერენ. ჩემი სამომავლო გეგმა არის ბრძოლის მიყვანა გამარჯვებამდე".

პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარედ ირაკლი პეტრიაშვილი 139-მა დელეგატის მხარდაჭერით აირჩიეს. მისმა კონკურენტმა ამირან ზენაიშვილმა კი 62 ხმა მიიღო. დათო ოქიტაშვილმა კანდიდატურა კენჭისყრის დაწყებამდე მოხსნა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^