
Reuters-ის ინფორმაციით, ლონდონის მეტროში, ხალხით სავსე მატარებლის ვაგონში აფეთქება მოხდა.
სასწრაფო დახმარების სამხახურში აცხადებენ, რომ შეტყობინებები პარსონს გრინის სადგურიდან შევიდა ლონდონის დროით 08:20 საათზე.
გაზეთი „მეტრო“ იტყობინება, რომ მგზავრებს სხვადასხვა სახის დამწვრობა და დაზიანება აღენიშნებათ.
პოლიცია აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ფაქტების დაზუსტების შემდეგ გაავრცელებენ.