Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მარიამ ჯაში: არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს უფლება, სკოლაში პოლიტიკა შეიტანოს

18 სექტემბერი, 2017 13:04

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, შუახევის სკოლის პედაგოგი, რომელსაც სკოლის მოსწავლეებთან ერთად სურათი „ქართული ოცნების“ პარტიული დროშებით აქვს გადაღებული, სულ მცირე, საყვედურს მიიღებს. ამის შესახებ მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

მისივე თქმით, მას ამ საკითხზე კომუნიკაცია აქვს აჭარის განათლების მინისტრთან და პარტიის მმართველ გუნდთან. 

„ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული პედაგოგი „ქართული ოცნების" აქტივისტი არ არის და დასადგენია, რეალური მოტივები, რატომ აღმოჩნდა „ქართული ოცნების" დროშები დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან. ქვეყანაში რაც არ უნდა პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობდეს, არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს უფლება, სკოლაში პოლიტიკა შეიტანოს. 

აღნიშნული საქმე დისციპლინარულ კომიტეტს გადაეცა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, საგანმანათლებლო სისტემის დეპოლიტიზაცია მოხდა და ჩემი საარჩევნო კამპანიის დროს, სკოლებში შეხვედრა არ ყოფილა. კონკრეტულ ფაქტთან მიმართებით დასადგენია კონკრეტული გარემოებები და მოტივები. პედაგოგისთვის, სულ მცირე, საყვედური იქნება გათვალისწინებული, მაგრამ კომიტეტის გადაწყვეტილებას დაველოდოთ", - განაცხადა მარიამ ჯაშმა. 

სხეფის სკოლის დირექტორი ოთარ დავითაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ დროშები პირველკლასელებმა სკოლაში თვითონ მიიტანეს,- „ეს მოხდა შემთხვევით, ბავშვებს ჰქონდათ დროშები ხელში და როცა დავამთავრეთ საზეიმო შეხვედრა, ბავშვებმა ითხოვეს, რომ მასწავლებელო, გადაგვიღე სურათიო. მასწავლებელი ასე აცხადებს, ბავშვებს ჰქონდათ დროშებიო“.

აჭარის განათლების სამინისტროში კი აცხადებენ, რომ სკოლის მასწავლებელთან მიმართებით გადაწყვეტილება დისციპლინურმა კომიტეტმა უნდა მიიღოს. 

ზოგადი განათლების შესახებ კანონის დარღვევაზე მიუთითებენ ოპოზიციური პარტიები. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა, მარიამ გერსამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლება „ზოგადი განათლების შესახებ კანონს” არღვევს, რაც მასწავლებლებისა და მოსწავლეების პარტიულ ღონისძიებებზე დირექტორის მოთხოვნით ჩართვას გულისხმობს.

კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ ამბობს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის პოლიტიზება დაუშვებელია.

მუხლი 3. ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნები

სახელმწიფო უზრუნველყოფს: გ) საჯარო სკოლის დამოუკიდებლობას რელიგიური და პოლიტიკური გაერთიანებებისაგან, ხოლო კერძო სკოლის დამოუკიდებლობას პოლიტიკური გაერთიანებებისაგან;

მუხლი 13. ნეიტრალურობა და არადისკრიმინაციულობა
1. დაუშვებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის პოლიტიზება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^