Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საგარეო საქმეთა სამინისტრო: ევროპაში ავტომობილის შეძენისას საექსპორტო დეკლარაცია მოითხოვეთ

18 სექტემბერი, 2017 14:04

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასული თვეების განმავლობაში გახშირდა შემთხვევები, როცა ევროპის ქვეყნებში შეძენილი ატომობილის ჩამოყვანისას მოქალაქეები არ ითხოვენ ე.წ. საექსპორტო დეკლარაციას, რის გამოც საბერძნეთ-თურქეთის სასაზღვრო პუნქტებზე უხდებათ ჯარიმის გადახდა.  

 „გახშირდა  შემთხვევები,  როდესაც  ევროპის  ქვეყნებში  ავტომობილის  შეძენისას,  მისი  ევროკავშირის  ტერიტორიიდან  გაყვანისათვის  საჭირო  სხვა დოკუმენტებთან  ერთად,  საქართველოს მოქალაქეები არ ითხოვენ ე.წ. საექსპორტო დეკლარაციას, რის გამოც საბერძნეთ-თურქეთის სასაზღვრო პუნქტზე უხდებათ ჯარიმის გადახდა.

ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული პრობლემა წარმოიქმნება რადგან  საქართველოს მოქალაქეები  არ ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ევროპის ქვეყანაში შეძენილი ავტომობილით საქართველოში დაბრუნებისას, საბერძნეთის ტერიტორიის ტრანზიტით გადაკვეთის შემთხვევაში, სავალებულოა მოქალაქეს ჰქონდეს ავტომობილის  საექსპორტო დეკლარაცია, რათა შეუფერხებლად გადაკვეთოს საზღვარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ავტომობილით საზღვრის გადაკვეთის უფლება  არ მიეცემათ“, - წელია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

როგორც უწყებაში აცხადებენ, საბერძნეთის კანონმდებლობით, საექსპორტო დეკლარაციის გარეშე ქვეყნის ტერიტორიიდან ავტომობილის გაყვანისთვის დაწესებულია 500 ევროს ოდენობით ჯარიმა  და  საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც ევროპაში შეიძინეს ავტომობილი და არ ფლობენ საექსპორტო დეკლარაციას, საბერძნეთ-თურქეთის სასაზღვრო პუნქტზე ( „კიპის“ სასაზღვრო-გამტარი პუნქტი), საბერძნეთის საბაჟო სამსახური აკისრებს აღნიშნული თანხის გადახდას.

სამინისტროს ინფორმაციით, საექსპორტო დეკლარაციის მიღება შესაძლებელია ავტომობილის შეძენის ქვეყანაში. საბერძნეთის საბაჟო სამსახურები საექსპორტო დეკლარაციას  არ აფორმებენ.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ქ. სალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ვებგვერდზე:

 http://thessaloniki.con.mfa.gov.ge

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^