
თელასის განცხადებით გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 19 სექტემბერს ელექტრომომარაგება თბილისში დროებით შეიზღუდება. კომპანია ქუჩების ჩამონათვალს და ელექტრომომარაგების შეზღუდვის განრიგს აქვეყნებს:
საბურთალოს რაიონი
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის და ბერიტაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) და ქავთარაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 9 აპრილის ბაღის, სანაპიროს და ვირსალაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების II მიკრორაიონის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ლოტკინის ხევის, ლოტკინის მთის, ფილიას, სამღერეთის , ინტერნატის, ზაქარაიას, ჩოდრიშვილის, კაჭრეთის, ნაქალაქევის, კლდეკარის, ორბეთის, წერონისის, მაჩხაანის, ზედამზის, ლაითურის, სუვოროვის, ლამისყანის, გარეჯის, ბუგეულის, თოდრიას, ხერთვისის, ჟღენტის, გორდის, ზედაუბნის, კაჭრეთის, მაღაროს, მიტინგის, ენისელის, ვასილ თამარაშვილის, კოდალოს, დობროლუბოვის, კალუჟინის, სართანიას და კურნატოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახმეტის, თელავის, კობარეთის, წინანდლის და ავლიპ ზურაბიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის II დასახლების, დამპალოს, უცნობის, მიხეილ გახოკიძის და ბერიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის და გულიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ბარბარეს უბნის, მელითონეთა ქვემო დასახლების, აღნიაშვილის, გარდაბნის და ქინძმარაულის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II კვარტლის და გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.