კარლეს პუიოლი, რივალდო, ანდრეი შევჩენკო, ხავიერ ძანეტი, დიდა, სერჟინიო, პაოლო მალდინი, ლუკა ტონი, ფრანჩესკო ტოტი, ერნან კრესპო, ვინსენტ კანდელა... ეს იმ სუპერვარსკვლავების ნაწილია, ვინც 29 სექტემბერს თბილისში საქველმოქმედო მატჩს გამართავს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოწვევით, თბილისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ფეხბურთის ვარსკვლავები ესტუმრებიან. ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა ბორჯომიოს ტყის აღდგენას მოხმარდება
ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში www.tkt.ge-ზე დღეს, 19 სექტემბერს, 15:00 საათზე დაიწყება.
ბილეთების ძირითადი ნაწილის ფასი 5 ლარი იქნება. გაიყიდება 10, 15 და 25-ლარიანი ბილეთებიც.