„რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, ტელეკომპანიის ვებგვერდზე შესაძლო კიბერშეტევის შესახებ მიღებული ინფორმაციის შემდეგ rustavi2.ge-ს პრობლემები შეექმნა.
„რუსთავი 2-ის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის განცხადებით, Facebook-ზე მუქარის შემცველი შეტყობინება შევიდა, რასაც rustavi2.ge-ს პარალიზება მოჰყვა.
„ვებგვერდი დღის განმავლობაში რამდენჯერმე გაითიშა, ჩართვის შემდეგ კი შეფერხებით მუშაობდა.“, - იუწყება „რუსთავი 2“
ტელეკომპანიის ინფორმაციით, შეტყობინება უკვე შესულია შინაგან საქმეთა სამინისტროში. საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებში „რუსთავი 2-ის" შენობაში მიმდინარეობს.
ძალოვნები იმ შეტყობინებებს სწავლობენ, რომელიც წინ უძღოდა ვებგვერდის მუშაობის შეფერხებას.