მექსიკაში ძლიერ მიწისძვრას შედეგად დაახლოებით 250 ადამიანი ემსხვერპლა. - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მექსიკის პრეზიდენტის, ენრიკე პენია ნიეტოს თქმით, ერთ-ერთი სკოლის ჩამონგრევის შედეგად 20-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა, ხოლო 30-მდე დაკარგულია.
7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ცენტრალურ მექსიკაში გუშინ მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი მექსიკის დედაქალაქიდან, მეხიკოდან აღმოსავლეთით, 120 კილომეტრში იყო.