Facebook გვერდის - „დრო მიდის, კადრები კი რჩება“ ორგანიზებით, დღეს „პატრიოტთა ალიანსის“ მოშიმშილეებთან ჭამა-სმის აქცია-პერფორმანსი გაიმართება. პერფორმანსი თბილისში, ყოფილ პარლამენტის შენობასთან 19:30 საათზე დაიწყება, ამის შესახებ „ლიბერალს" აქციის ორგანიზატორმა განუცხადა.
„პატრიოტთა ალიანსს აქვს რამდენიმე მოთხოვნა, მათ შორის - დაიწყოს პირდაპირი დიალოგი სოხუმთან, ცხინვალთან, მოსკოვთან.
.ახალი პოლიტიკური ფორმატის: საქართველო-ნატო-რუსეთის ასამოქმედებლად შეიქმნას შესაბამისი სახელმწიფო კომისია, შემდეგი შემადგენლობით: საგარეო საქმეთა მინისტრი, ოკუპირებული ტერიტორიებისა და შერიგების მინისტრი, ევროინტეგრაციის მინისტრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე“, - აცხადებს აქციის ორგანიზატორი.
მოშიმშილეები საკონსტიტუციო ცვლილებს , სოციალური პრობლემების მოგვარებას და რუსეთთან მოლაპარაკების დაწყებას მოითხოვენ.
3 სექტემბერს პრორუსი მოშიმშილეების წინააღმდეგ ასეთივე აქცია ლიტვაში გაიმართა, პერფორმანსის მონაწილეთა მაგიდაზე ქართული დროშებიც ჩანდა: