საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში „ლიბერალს“ განუცხადეს, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ამლივთან, ტბის მხარეს დაკვამლიანება შეინიშნება. როგორც სააგენტოში აცხადებენ, დაკვამლიანების წერტილამდე მისასვლელად რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლაა საჭირო.
პირველადი შეფასებით, დაკვამლიანება ძლიერი არ არის და შესაძლოა, ცეცხლი ბუჩქნარს ეკიდოს.