Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო►ძეგლთა დაცვა: ანჩისხატის ეზოში მაღაზიის მშენებლობა სააგენტოსთან შეთანხმებულია

21 სექტემბერი, 2017 17:20

თბილისში, ანჩისხატის VI საუკუნის ეკლესიის ეზოში საეკლესიო ნივთების მაღაზია შენდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში „ლიბერალს“ განუცხადეს, რომ ეს სამუშაოები სააგენტოსთან შეთანხმებულია და მშენებლობის პროცესი კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს. 

„პროექტმა გაიარა ყველა ეტაპი, რაც აუცილებელი იყო. სააგენტოში არსებულ საბჭოში ერთხმად მიიღეს ეს გადაწყვეტილება და ნებართვა გასცეს. მშენებლობა მალე დასრულდება და  იქ საეკლესიო აქსესუარების მაღაზია გაიხსნება. 

მაღაზია ტაძართან ახლოს არ დგას, კონსტრუქცია მიდგმულია სამრეკლოზე. კანონი არ არ კრძალავს  მსგავს ჩარევებს. მთავარია, ამან დააკმაყოფილოს ის ძირითადი კრიტერიუმები, რომელიც ამავე კანონით არის გაწერილი - ზოგადი აღქმის ზონისა და ფიზიკური ზემოქმედების თვალსაზრისით და ა.შ.“, - განაცხადეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში. 

მაღაზია დაახლოებით 1-2 მეტრითაა დაშორებული ეკლესიისგან და მიბჯენილია სამრეკლოზე. 

„ტფილისის ჰამქრის“ წევრის, ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილის თქმით, პრობლემაა, რომ პროექტი დამტკიცებული და მოწონებულია სააგენტოს მიერ. როგორც ელისაშვილმა „ლიბერალს" უთხრა, თუ ადრე მსგავსი მშენებლობები პროექტების გარეშე მიმდინარეობდა, ახლა შეცლილია ეს პოლიტიკა და მსგავს პროექტებს სააგენტო იწონებს. 

„სახიფათოა, როცა ახალ ნაგებობებს აშენებენ ძეგლის ტერიტორიაზე. ამ შემთხვევაში, თუ ეს პროექტი დამტკიცებულია, ძალიან ცუდი პრეცედენტია. როგორც ჩანს, სააგენტომ შეცვალა პოლიტიკა, რადგან თუ აქამდე მსგავსი რამ კეთდებოდა, კეთდებოდა პროექტების გარეშე. ახლა, როგორც ჩანს, ამ წნეხს ვერ გაუძლო სააგენტომ და უკვე ითანხმებს პროექტს, რომელიც ვიზუალური თვალსაზრისით, ძეგლის დაცვის ზონიდან გამომდინარე, სრულიად მიუღებელია. მით უმეტეს, რომ არსებობს ძეგლის დაცვითი ზონები, რომელსაც  განსაზღვრავს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. მას აქვს ფიზიკური დაცვის არეალი და ვიზუალური დაცვის არეალი, ამ თვალსაზრისით, კრიტიკას  ვერ უძლებს ობიექტი, რომელიც ანჩისხატის ტერიტორიაზე გაჩნდა“,- თქვა ცირა ელისაშვილმა. 

ცირა ელისაშვილის თქმით, თუ საპატრიარქო მაღაზიის მშენებლობას გაამართლებს ფუნქციური დანიშნულების აუცილებლობით, ეს ვერ გახდება წონიანი არგუმენტი, რადგან იმ არეალში საპატრიარქოს აქვს თავისი ფართები, სადაც შესაძლებლობა ჰქონდა, განეთავსებინა მაღაზია. 

„თუ ეკლესია ამას ამართლებს ფუნქციური  დანიშნულების აუცილებლობით, რომ აუცილებელი იყო რაღაც სახის მაღაზიის გაკეთება  ანჩისხიტის ტერიტორიაზე,  ეს ვერ იქნება  წონადი არგუმენტი, რადგან ეს არის  ქუჩა, სადაც საპატრიარქოს კუთვნილი რამდენიმე ფართია, ასევე მათი შენობები არსებობს, სადაც ამ ყველაფრის განთავსება შეიძლებოდა ისე, რომ არ დაზიანებულიყო არც ვიზუალური მხარე და არც უარყოფილი ყოფილიყო საკანონმდებლო ნაწილი“, - განაცხადა ცირა ელისაშვილმა „ლიბერალთან“. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^