მეტროსადგური „ვაჟა-ფშაველა“ 29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით არ იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
მეტროს მუშაობის შეფერხების მიზეზი მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ დაგეგმილი სამუშაოებია. ამ პერიოდის განმავლობაში მეტრო იმოძრავებს მეტროსადგურ „დელისამდე“.
კომპანიის ინფორმაციით, გადაადგილებისას შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, მგზავრებს საშუალება ექნებათ. სპეციალურად დანიშნული ავტობუსებით გადაადგილდნენ, რომლებიც მეტროსადგური „დელისიდან“ ვაჟა-ფშაველას გამზირის გავლით, სანდრო ეულის ქუჩის მიმართულებით ივლიან.