Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აუდიტორია 115: დაუშვებელია ილიაუნის აკადემიურ სივრცეში ზოგი იდეოლოგიის ხელოვნური დომინირება

27 სექტემბერი, 2017 18:43

სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“ ილიას უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. „ლიბერალი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„როგორც მოგეხსენებათ, ილიას ბიზნესსკოლაში, სასწავლო წლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 30-მდე ლექტორს არ გაუხანგრძილვდეს შრომითი ხელშეკრულება. ადმინისტრაციის ამ მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ შეამცირა ისედაც არც თუ ისე ფართო სასწავლო საათების რაოდენობა. არაერთი სტუდენტი, სწავლის პარალელურად მუშაობს და მათთვის, განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა აღნიშული გადაწყვეტილება, რადგან მათ აღარ აქვთ საშუალება, სწავლისა და სამუშაო დროის შეთავსების.

გარდა ამისა, ბუნდოვანია თავად ამ გადაწყვეტილების არგუმენტაცია ადმინისტრაციის მხრიდან.

ფაქტია, უნივერსიტეტი ვერ უზრუნველყოფს სტუდენტებისათვის საგნების არჩევის თავისუფლებას, რაც ბოლონიის პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

გარდა ამისა, ილიას ბიზნესის სკოლაში წლების განმავლობაში არსებული სიტუაცია, ეჭვს ბადებს, რომ აკადემიური თავისუფლების უგულებელყოფით ხდებოდა აკადემიური სტატუსის მინიჭება კონკრეტული ადამიანებისთვის და საგანმანათლებლო-სამეცნიერო საქმიანობაზე მეტად, ყურადღება ენიჭებოდა ადამიანების იდეოლოგიურ მრწამსს.

ჩვენ დაუშვებლად მიგვაჩნია,რომ აკადემიურ სივრცეში ხელოვნურად ხდებდეს კონკრეტული იდეოლოგიის დომინაცია, ილიას უნივერსიტეტი, განსაკუთრებით კი ბიზნესის ფაკულტეტი, სწორედ აღნიშნულის ნათელი მაგალითი იყო და არის.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ილიას უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, აკადემიური სტატუსის მინიჭების დროს გამოიყენოს მსოფლიოს ყველა წამყვან უნივერსიტეტში აპრობირებული გარე რეფერირების პრინციპი, რაც გამორიცხავს მიკერძოებას და კითხვის ნიშნებს.

მოვუწოდებთ ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომ არა კონკრეტულ ლექტორებზე, არამდედ სისტემურ პრობლემებზე გააკეთონ აქცენტი, რომელის გამოვლინებაცაა ეს კონკრეტული შემთხვევა.

გარდა ამისა, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ილიას უნივერსიტეტი მთელ რიგ შემთხვევებში უგულებელყოფს სტუდენტების სოციალურ მდგომარეობას. მაგალითად, თუ სოციალურად გაჭირვებულ სტუდენტს, ერთი დღით დააგვიანდება სწავლის საფასურის გადახდა, მას დამატებითი ჯარიმების გადახდა უწევს.

მნიშვნელოვანია, რომ ამ პრობლემბზე თავად ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებმა დაიწყონ ლაპარაკი.
ჩვენ თქვენს გვერდით ვართ“,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^