Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მახათის ტაძრის ჭიშკრისთვის ჰილზების გამოყენებაზე საზოგადოება „ივერიისა" უარს ამბობს

28 სექტემბერი, 2017 14:30

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 5 000 კილოგრამი გასროლილი თითბრის ჰილზები საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა.

ამის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული. 

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

„ლიბერალი“ ამ დრომდე  ცდილობდა საპატრიაქროსთან დაკაშირებას, იმის გასარკვევად,  თუ რისთვის სჭირდებათ მათ 5 000 კილოგრამი გასროლილი თითბრის ჰილზები.

საპატრიაქროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა ამ საკითხზე საპასუხოდ საზოგადოება „ივერიისასთან" გადაგვამისამართა, რომელიც მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობას ხელმძღვანელობს.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ გასროლილი თითბრის ჰილზები მახათის მთაზე ტაძრის გალავნისა და ჭიშკრისთვის იყო გათვალისწინებული. თუმცა ორგანიზაციამ იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ უარი ეთქვა სახელწმიფოს შეთავაზებაზე და აღარ გამოეყენებინა ამ ტიპის ჯართი ტაძრის ჭიშკრისთვის.

როგორც „ლიბერალს“ ორგანიზაციაში უთხრეს, ყველამ იცის რომ თითბრის მასალა, რომელიც ადვილად მუშავდება და თან ლამაზია, სხვადასხვა მიზნისთვის გამოიყენება,  მას ასევე იყენებს ეკლესია, ამიტომ სახელმწიფოსგან მიიღეს შეთავაზება, რომ ეს გასროლილი მასრები მათ არაფერში სჭირდებათ და ხომ არ გამოიყენებდა ეკლესია ნაკეთობების ან სხვა საჭიროებისთვის.  

„სახელმწიფოსგან შემოთავაზები იყო, თუ რამეში გამოვიყენებდით გადმოეცათ უსასყიდლოდ. საზოგადოება „ივერიისამ“ გადაწყვიტა, რომ ეს  იყო გასროლილი თითბირის ჰილზები და არ  გამოეყენებინათ. ვიყიდით სხვა ჯართს, თითბრის ფირფიტის სახით იქნება თუ სხვა და იმისგან გაკეთდება", - ამბობენ ორგანიზაციაში.

მათივე განმარტებით გადაწყვეტილება ერთი კვირის წინ მიიღეს და მედიის მიერ ინფორმაციის გავრცელებას ამასთან კავშირი არ აქვს.

საზოგადოება „ივერიისა“, როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, ადრე ტაძრის მშენებლობის ფონდი იყო და მახათის მთაზე ტაძრის მშენებლობას პაატა ბურჭულაძე ხელმძღვანელობდა. თუმცა ახლა ტაძრის მშენებლობას „ივერიისა“ ხელმძღვანელობს და მისი გენერალური დირექტორი გიორგი თავაძეა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^