საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ 8 აგვისტოს გამოცხადებული კონკურსი არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვაზე 25 სექტემბერს დასრულდა. კონკურსში განაცხადი სამმა კომპანიამ შეიტანა: შპს BWC, შპს „თბილქალაქპროექტი“ და შპს „არტსტუდიოპროექტი“. ტენდერის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 032 048 ლარია.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, გამარჯვებული კომპანია დააპროექტებს შენობას, რომელშიც „განთავსდება მთელი ტელევიზია - მათ შორის ნიუსრუმი, მედიაწარმოების ბლოკი, ადმინისტრაცია; მოეწყობა ხუთი სატელევიზიო პავილიონი, აშენდება სამსართულიანი პარკინგი, კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია".
„პირველი არხის" ინფორმაციით, კონკურსის გამარჯვებული ონლაინ ხმის მიცემის საფუძველზე გამოვლინდება. ხმის მიცემა რამდენიმე დღეში დაიწყება და ყოველ 12 საათში ერთხელ, ფეისბუქის საშუალებით, პირველი არხის ვებგვერდზე 1tv.ge-ზე იქნება შესაძლებელი.
1) შპს „არტსტუდიო-პროექტი“
პროექტი სრულად იხილეთ ბმულზე
2) შპს „თბილქალაქპროექტი":
პროექტი სრულად იხილეთ ბმულზე
3) შპს BWC:
პროექტი სრულად იხილეთ ბმულზე