„მე ამას ყველაფერს გავასაჩივრებ, რადგან ალბათ მაქვს სისხლჩაქცევები, რადგან ალბათ 10 მუტრუკი მეჭიდავებოდა", - თქვა პარტიზანმა მებაღემ, ნატა ფერაძემ თბილისის საკრებულოს შენობიდან გამოძევების შემდეგ.
როგორც ფერაძე ამბობს, წარმოუდგენელია აქ [საკრებულოში] რაც ხდება. „ნამდვილად არ ვიცი, ვინ იყვენენ (ვინც გამოგვაძევა). ესენი იყვნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული განდონები", - ამბობს ფერაძე.