დღეს თბილისის საკრებულოში სადავო საკითხს, თაბორის მთასა და პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიას ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონის სტატუსი შეეცვალა. ამ საკითხზე საკრებულოში კენჭისყრისას 28 მომხრე იყო და 3 წინააღმდეგი.
ზონალური ცვლილება შეეხო თაბორის მთაზე 5 000 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორიასა და პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1900 კვადრატული მეტრს.
გადაწყვეტილების მიღებამდე სხდომათა დარბაზში აქტივისტებს, ოპოზიციურ პარტიებსა და „ქართული ოცნების“ წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა. ოპოზიციის წარმომადგენლები სხდომის გადადებას მოითხოვდენენ. სხდომის გადადებას მოითხოვდა ასევე საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიაც.
გავრცელებული ინფორმაციით, ზონალური ცვლილება მოითხოვა კომპანია „თაბორი რიზორთსმა“.