Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დღეს ლიტერატურული პრემია "საბას" მე-15 დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

30 სექტემბერი, 2017 13:53

დღეს, 30 სექსტემბერს, 20:30 წუთზე ლიტერატურული პრემია "საბას" რიგით მე-15 დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ფინალისტებს, რომელთა შორის ჟურნალ "ლიბერალის" გამოცემული, ლევან ბერძენიშვილის "წიგნიერების ევოლუცია" ნომინაციაში წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა არის წარმოდგენელი. 

"წიგნიერების ევოლუცია" არის ნაკრები სტატიებისა, რომლებიც 2015-2016 წლებში ჟურნალ "ლიბერალში" იბეჭდებოდა (liberali.ge). ეს წიგნი იმაზეა, რომ კითხვა სასარგებლოა. კითხვა უბრალო საქმე არ არის, არ არსებობს კითხვაზე უფრო მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევა, რომელსაც ადამიანის გონების, წარმოსახვის, თვალსაწიერის გაფართოება/განვითარება შეუძლია. კარგი მკითხველები გაცილებით უფრო მდიდარი და ფერადოვანი ცხოვრებით ცხოვრობენ, ვიდრე ადამიანები, რომელბიც არ კითხულობენ. ფსიქოლოგებმაც ხომ დაადგინეს, რომ კითხვა, წარმოსახვითი სამყარო, ზუსტად იმ გავლენას ახდენს ადამიანის ნევროლოგიურ სისტემაზე, რასაც რეალური სამყარო...

  1. აბო იაშაღაშვილი, “ძველი ტფილისის დამნაშავენი” (გამომცემლობა „ქოლგა“)
  2. ალეკო შუღლაძე, „გადამალვა“ (გამომცემლობა „დიოგენე“)
  3. არჩილ ქიქოძე, „სამხრეთული სპილო“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  4. ტორესა მოსი, „იყო“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  5. ცოტნე ცხვედიანი, „მაიაკოვსკის თეატრი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

წლის საუკეთესო პროზაული კრებული

  1. თეა თოფურია, „ორი ოთახი კაიროში“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  2. ირაკლი სამსონაძე, „ქელეხი ქარში“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  3. რუსუდან რუხაძე, „ერთი თქვენგანი გამცემს“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  4. რეზო თაბუკაშვილი, „მესამე თვალი“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  5. ცირა ყურაშვილი, „ჟამსა თამაშობისასა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

წლის საუკეთესო პოეტური კრებული

  1. ეკატერინე ქევანიშვილი, „ევაკუაციის გეგმა“ (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“)
  2. ვახტანგ ჯავახაძე, „ელეგია და სხვა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  3. ლია ლიქოკელი,  „გოგოობის კანონი“ (ქარჩხაძის გამომცემლობა)
  4. ლია სტურუა, „მგლის საათი“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  5. ლელა ცუცქირიძე, „წარმოიდგინე, ელისაბედ“ (გამომცემლობა „საუნჯე“)
  6. ტარიელ ჭანტურია, „სიყვარულის შავი ყუთი“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

წლის საუკეთესო პიესა

  1. ამარ ბართაია, „პიესები“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  2. ლაშა თაბუკაშვილი, „სადღაც, ცისარტყელას მიღმა...“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  3. ათო ტურაშვილი, „სელიმის პროცესი“ (saba.com.ge)

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

  1. ბექა ახალაია,  „ამ ვალმოხდილი ფოთლებისთვის“ (გამომცემლობა „ ინტელექტი“)
  2. გიორგი შონია, „ფაბრიკაცია“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  3. გურანდა ფაჩულია,  ჟოზე ლუიშ პეიშოტუს "გალვეიაში" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  4. ზურაბ აბაშიძე, „როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი“ (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“)
  5. თამარ ფოლადაშვილი, „სიკვდილის ახსნა“ (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“)
  6. სოფიო ჯაფარიძე, „სულის პური“ (ჩვენი მწერლობა)

წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა

  1. ანდრო ბუაჩიძე, „ინტერიერი“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  2. მაია ჯალიაშვილი, „ზნეობის გარდამოხსნა“ (ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა)
  3. ნანა ტრაპაიძე, „ლიტერატურა და ლიტერატურა“ (გამომცემლობა „კალმოსანი“)

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

  1. გელა ჩარკვიანი, „ნაცნობ ქიმერათა ფერხული“  (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  2. გიორგი კეკელიძე, „გურული დღიურები-2“ (გამომცემლობა „სიესტა“)
  3. დათო ქარდავა, „მტაცებლები ურბანულ გარემოში“  (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  4. ეთერ თათარაიძე, „დევიღუპეთ!“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  5. ზურაბ კიკნაძე, „ხასიდური სიბრძნე“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  6. ლევან ბერძენიშვილი, „წიგნიერების ევოლუცია“ (გამომცემლობა „არტანუჯი“)

წლის საუკეთესო ელექტრონული წიგნი:

  1. ანდრო ბუაჩიძე, „გაზაფხული მოდის ღამეში“ (saba.com.ge)
  2. თამაზ კვაჭანტირაძე. „მოგზაურობა შოთას სამყაროში“ (saba.com.ge)
  3. მარიამ წიკლაური, „დაჯერებისთვის“(saba.com.ge)
  4. ლუკა ბაქანიძე, „სად ხარ, ლაზარე!“ (saba.com.ge)

წლის საუკეთესო თარგმანი

  1. დავით გოგინაშვილი, იუკიო მიშიმას „ოქროს ტაძარი“ (გამომცემლობა „დიოგენე“)
  2. თამარ ჯაფარიძე, არუნდატი როის  "წვრილმანების ღმერთი" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  3. თეა შურღაია, მაჰმუდ დოულათაბადის „პოლკოვნიკის მიმწუხრი“ (გამომცემლობა „დიოგენე“)
  4. ლანა კალანდია, მარიო ვარგას ლიოსას „ვაცის ნადიმი“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  5. ლელა დუმბაძე, ჰარპერ ლის "მიდი, დააყენე დარაჯი" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  6. მანანა ღარიბაშვილი, რომაული ლირიკის მწვერვალები (გამომცემლობა „ლოგოსი“)
  7. სალომე ბენიძე, სალმან რუშდის "ორი წელი, რვა თვე და ოცდარვა ღამე" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  8. სულხან მუხიგულაშვილი, ბოჰუმილ ჰრაბალის „მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა“ (გამომცემლობა „დიოგენე“)
  9. ხათუნა ცხადაძე, უმბერტო ეკოს „ფუკოს ქანქარა“ (გამომცემლობა „დიოგენე“)

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^