Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კატალონიის ხელისუფლება: რეფერენდუმის დროს პოლიციის ძალადობის შედეგად 337 ადამიანი დაშავდა

01 ოქტომბერი, 2017 17:37

კატალონიის ხელისუფლების ინფორმაციით, 337 ადამიანი დაშავდა პოლიციასთან შეტაკებებში. პოლიცია ცდილობდა, ჩაეშალა რეფერენდუმი, რომელიც კატალონიის ესპანეთისგან დამოუკიდებლობის საკითხს ეხება. 

ესპანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ შეაჩერებდა გამოკითხვას, რომელიც ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ უკანონოდ ცნო. 

BBC-ის ცნობით, პოლიცია რეფერენდუმის პროცესს აფერხებს და შენობებიდან გამოაქვს საარჩევნო ყუთები და ბიულეტენები. ბარსელონაში კი პოლიციამ რეზინის ტყვიები და ხელკეტები გამოიყენა. 

დაშავებულთა რაოდენობა კატალონიის რეგიონული მთავრობის სპიკერმა და ჯანდაცვის დეპარტამენტმაც დაადასტურეს. 

ესპანეთის შსს-ს განცხადებით, კი დაშავებულია 11 პოლიციელი. პრესკონფერენციაზე ესპანეთის ვიცე-პრემიერმა პოლიციის ქმედებები პროფესიონალიზმად შეაფასა. მისი თქმით, „ძალა პროპორციულად იყო გამოყენებული“. 

კატალონიის ლიდერმა კარლეს პუჩდემონმა კი დაგმო პოლიციის ქმედებები: ძალადობის გაუმართლებელი გამოვლენაა... ესპანეთის სახელმწიფო კატალონიელი ხალხის ნებას ვერ შეაჩერებს. 


კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^