Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ერთნაირსქესიანთა პირველი ქორწილი გერმანიაში - წყვილებმა ახალი კანონით სარგებლობა დაიწყეს

02 ოქტომბერი, 2017 0:55

გუშინ, 1 ოქტომბერს გერმანიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება ლეგალური გახდა. BBC-ის ცნობით, სწორედ ამ დღეს კარლ კრეილემ და ბოდო მენდემ ბერლინში იქორწინეს - მიღებული კანონით გერმანიაში პირველად მათ ისარგებლეს. 
დასვენების დღის მიუხედავად, გერმანიის ქალაქებში უჩვეულოდ იყო გახსნილი რეესტრის ოფისები, რათა წყვილებს საშუალება მისცემოდათ დაქორწინებულიყვნენ კანონის ამოქმედების პირველივე დღეს. 
ქორწინება ერთნაირი სქესის მქონე წყვილებს მისცემს საგადასახადო შეღავათებსა და შვილად აყვანის უფლებას, ანუ იმავე უფლებებს, რაც ჰეტეროსექსუალ წყვილებს აქვთ. 
გერმანიაში 2001 წლიდან ერთნაირსქესიან წყვილებს საშუალება ჰქონდათ, სამოქალაქო პარტნიორობით ესარგებლათ, თუმცა კანონი წყვილებს ისეთივე სტატუსს არ ანიჭებდა, როგორსაც ქორწინება. 
გერმანიის პარლამენტმა ქორწინების თანასწორობას მხარი ივნისში დაუჭირა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^