„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციას მართავს. „მონებო! მონებო!“, - სკანდირებენ აქციის მონაწილეები. მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი დავით ნარმანიას მოუწოდებს ჩამოვიდეს და დემონსტრანტებს შეხვდეს.
პარტია თაბორის მთასა და პუშკინის სკვერთან ტერიტორიას ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონის სტატუსის შეცვლას აპროტესტებს. მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, თბილისის მიწების ხელში ჩაგდებას, რომელსაც საკრებულოს ვერც ერთმა წევრმა წინააღმდეგობა ვერ გაუწია.