Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NDI წინასაარჩევნო გარემოზე: უწყებებმა ძალადობისადმი ნულოვანი ტოლერანტობა უნდა გამოიჩინონ

02 ოქტომბერი, 2017 17:05

„უმეტესად მშვიდობიანი გარემოს მიუხედავად, მარნეულსა და ხობში „ევროპული საქართველოს" წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის რამდენიმე ფაქტის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია", -  დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის პირველადი მიგნებები გამოაქვეყნა.

მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ამ შემთხვევებთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.

„ოპოზიციური პარტიები ასევე პრობლემატურად ასახელებენ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების, მმართველის პარტიის მხრიდან დაშინებისა და საარჩევნო კომისიების მიკერძოეული დაკომპლექტების ფაქტებს. თუმცა დაფიქსირებული ხარვეზების მიუხედავად ოპოზიციური პარტიები ფორმალური საჩივრების წარდგენისგან თავს იკავებენ. ისინი აცხადებენ, რომ საჩივრების განხილვის პროცესს არ ენდობიან და ხშირად კონკრეტული მტკიცებულებების მოსაპოვებლად საკმარისი რესურსი არ გააჩნიათ", - აცხადებს NDI.

ორგანიზაციის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მეტწილად მშვიდობიან საარჩევნო გარემოს მივესალმებით, ძალადობის ერთმა ფაქტმაც კი შეიძლება, საარჩევნო პროცესებისადმი ნდობა შეარყიოს.

„აუცილებელია, რომ შესაბამისმა უწყებებმა ყველა ღონე იხმარონ, რათა სწრაფად და მიუკერძოებლად დასაჯონ მოძალადეები და ნებისმიერი ტიპის ძალადობისადმი ნულოვანი ტოლერანტობა გამოიჩინონ",- აცხადებს NDI.

შეფასების მიხედვით, საქართველო 21 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს, ძირითადად, წყნარ და მშვიდობიან პირობებში უახლოვდება. პოლიტიკური გარემო პლურალიზმით ხასიათდება და ამომრჩევლებს მრავალფეროვანი არჩევანის გაკეთების საშუალება აქვთ. ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) არჩევნებისთვის მზადების პროცესშია, სამოქალაქო საზოგადოება კი აქტიურ სადამკვირვებლო ღონისძიებებს აწარმოებს.

„აღსანიშნავია, რომ მოქალაქეები საარჩევნო პროცესებს ენდობიან და გასულ საპარლამენტო არჩევნებს აფასებენ როგორც უსაფრთხოს, კარგად ორგანიზებულსა და ზეწოლისგან თავისუფალს. ეს არჩევნები საქართველოს საშუალებას აძლევს, სანდო არჩევნების ჩატარების დამკვიდრებული პრაქტიკა გააგრძელოს.

ჯერჯერობით, იდეებისა და პოლიტიკის გარშემო დებატები და არსებითი განხილვები მცირეა. მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნო შემოწირულობების 95 პროცენტი მიიღო და ვრცელ სარეკლამო კამპანიას აწარმოებს.

„ქართული ოცნება” მედიაშიც თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი, მათ შორის - სამთავრობო პროექტებისა და მიღწევების გაშუქების გზით. ამის საპირისპიროდ, ოპოზიციური პარტიები რესურსების სერიოზულ ნაკლებობაზე საუბრობენ, რაც მათ კარდაკარის კამპანიის გარდა სხვა ტიპის ღონისძიებების ჩატარებაში ხელს უშლის. ოპოზიცია აცხადებს, რომ სახსრების და რესურსების ასეთი უთანასწორო განაწილება ჯანსაღ შეჯიბრს შეუძლებელს ხდის. პარტიები და კანდიდატები ან ძალიან თავდაჯერებულნი არიან, ან შეგუებულნი გარკვეულ შედეგს", - წერს NDI.

ანგარიში 29 აგვისტო-25 სექტემბრის პერიოდს მოიცავს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^