Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კვლევა: კაცების ანაზღაურება 55%-ით აღემატება ქალების ანაზღაურებას

03 ოქტომბერი, 2017 18:12

სოციალური მეცნიერების ცენტრის მიერ მომზადებული ახალი კვლევა საქართველოში განათლებასა და დასაქმებას შორის კავშირს ეხება.

 ანგარიში სამ ძირითად  საკითხს მოიცავს: განათლების ინდივიდუალური ამონაგები (ფინანსური სარგებელი), განათლების შესაბამისობა დასაქმების ბაზართან და შრომითი კმაყოფილება.

წარმოდგენილი მონაცემთა ანალიზი ეფუძნება სოციალურ მეცნიერებთა ცენტრის მიერ 2016 წლის ზაფხულში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ რაოდენობრივ კვლევას. ასევე, გამოყენებულია მსოფლიო ბანკის საქართველოს 2013 წლის სტატისტიკურ მონაცემთა ბაზაც.

კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიგნება შრომით ბაზარზე სამუშაო ძალის გენდერულ გადანაწილებას ეხება. კვლევამ აჩვენა, რომ კაცების შემთხვევაში, დასაქმების შანსი 1.5-ჯერ მაღალია ქალებთან შედარებით.

კაცების ყოველთვიური ანაზღაურების საშუალო (ნეტო) 55%-ით აღემატება ქალების ყოველთვიურ ანაზღაურებას. ფორმალური განათლების ყოველი დამატებითი წელი განსაზღვრავს საშუალოდ ყოველთვიური ანაზღაურების 9%-ით ზრდას ქალების შემთხვევაში, 11%-ით კაცების შემთხვევაში;

მონაცემთა ანალიზის შედეგები ცხადყოფს, რომ ფორმალური განათლების არმქონე და მხოლოდ სასკოლო განათლების მქონე რესპონდენტების ჯგუფში ქალებისა და კაცების რაოდენობა თითქმის თანაბარია. განათლების უფრო მაღალ საფეხურებზე კი ქალების რაოდენობა აღემატება კაცებისას.

ეროვნულ შრომის ბაზარზე ამჟამად დასაქმებული კაცების წილი 37%- შეადგენს, ქალების კი 7%-ით ნაკლებს (30%).

აღსანიშნავია, რომ სკოლის და პროფესიული განათლების კატეგორიებში დასაქმების მაჩვენებელი სქესის მიხედვით განსხვავდება კაცების სასარგებლოდ: სკოლის განათლების მქონე კაცების შემთხვევაში, დასაქმებულთა წილი შეადგენს 34%-ს, ქალების შემთხვევაში _ 14%; პროფესიული განათლების მქონე კაცების შემთხვევაში _ 27%-ს, ქალების შემთხვევაში კი _ 21%.

ანგარიში მომზადდა სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის პროექტის ფარგლებში: „უმაღლესი განათლების ამონაგების მიმართება შრომით ორიენტაციასა და კმაყოფილებასთან საქართველოში“.

კვლევა გამოიცა ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით. კვლევის ავტორები არიან მარიამ ამაშუკელი, დიანა ლეჟავა, ნინო გუგუშვილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^