Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ე.წ. ციანიდის საქმეზე საქალაქო სასამართლოს განაჩენი ადვოკატებმა სააპელაციოში გაასაჩივრეს

04 ოქტომბერი, 2017 16:01

ე.წ. ციანიდის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ადვოკატებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. როგორც ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა მოწმის ჩვენება და მტკიცებულება ადასტურებს, რომ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის განაჩენი უსაფუძვლოა. 

„ყველამ ნახა, თუ როგორ მიდიოდა სასამართლო პროცესები. ყველა მოწმის დაკითხვა, ყველა მტკიცებულება აბსოლუტურად ადასტურებს, რომ დეკანოზის მიმართ წარდგენილი განაჩენი უსაფუძვლოა. იმავე ანგარების ბრალდებასთან დაკავშირებით, ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებაში აბსურდთან ერთად ლოგიკასაც ვეღარ ვხედავთ. ბესიკ ბუგიანიშვილი ამბობს, რომ ოდესღაც განხორციელებული თანამდებობრივი გადაადგილება გიორგი მამალაძეს თურმე გაახსენდა წელიწად-ნახევრის შემდეგ და ამის გამო შურისძიებით გეგმავდა მკვლელობას. ეს არის აბსურდი. იმედი გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლოს სამ მოსამართლეს შორის ორი მაინც არ აღმოჩნდება ბესიკ ბუგიანიშვილი და თავიდან ბოლომდე ის იქნება გამართლებული" , - განაცხადა ფანცულაიამ.

დეკანოზი სასამართლომ 5 სექტემბერს დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^