კონსტიტუციის პროექტში ცვლილებების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს ხვდება.
საქმე ვენეციის კომისიასთან შეთანხმებულ საკითხებს ეხება, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაშიც საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს არ დაძლევს.
საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა 117-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ კი 2-მა დეპუტატმა მისცა ხმა.
პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ვეტოს გამოყენებას და მხოლოდ იმ შენიშვნების ასახვას სთავაზობს, რომელიც გაუნაწილებელი მანდატების ბონუსების სისტემის გაუქმებასა და ერთჯერადად ბლოკების შენარჩუნებას ეხება. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თუკი პრეზიდენტი ამ შეთავაზებაზე უარს იტყვის, საკონსტიტუციო ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, დაიწყება ახალი კანონპროექტის განხილვა, რომელშიც ასახული იქნება ის დაპირებები, რაც მმართველმა პარტიამ ვენეციის კომისიას მისცა, კერძოდ, ბონუსის გაუქმება და მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ერთჯერადად ბლოკების შენარჩუნება.