Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფაქტები ნობელის პრემიის შესახებ ლიტერატურის დარგში

04 ოქტომბერი, 2017 21:02

1895 წლის 27 ნოემბერს ალფრედ ნობელმა ხელი მოაწერა ანდერძს, რომლის მიხედვითაც, მისი სიკვდილის შემდეგ დარჩენილ კაპიტალს უნდა შეედგინა ნობელის პრემიის ფონდი. პრემია 1901 წლიდან დღემდე გაიცემა ქიმიის, ფიზიკის, ეკონომიკის, მშვიდობის, მხატვრული ლიტერატურის, მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგებში მნიშვნელოვანი და უახლესი მიღწევებისათვის. გამარჯვებულებს გადაეცემათ ოქროს მედალი, დიპლომი და ფულადი თანხა. 

საინტერესო ფაქტები ნობელის პრემიის შესახებ: 

ლიტერატურის დარგში გაცემული პრიზების რაოდენობა 

1901 წლიდან დღემდე გაცემულია 109 პრიზი. ნობელის პრიზი არ გაცემულა 1914, 1918, 1935, 1940, 1941, 1942 და 1943 წლებში. 

ნობელის პრემიის დადგენილების მიხედვით, პრიზი არ გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ვერც ერთი წარდგენილი ნამუშევარი ვერ აკმაყოფილებს პირველი პარაგრაფის მიხედვით დადგენილ ღირებულებებს. საპრიზო ფული შემდეგი წლისთვის გადაინახება და თუ შემდეგ წელსაც არ გაიცემა, სარეზერვო ფონდში გადაირიცხება. I და II მსოფლიო ომის დროს ნაკლებად გაიცემოდა ნობელის პრიზი. 

ნობელის პრემიის ორად გაყოფის შემთხვევები 

სხვა დარგებთან შედარებით ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია იშვიათად ნაწილდება ორ ინდივიდზე. ასეთი სულ ოთხი შემთხვევა იყო: 

1904 - ფრედერიკ მისტრალი და ხოსე ეჩეგარაი
1917 - კარლ ადოლფ გელერუპი და ჰენრიკ პონტოპიდანი
1966 - შმუელ იოსეფ აგნონი და ნელი ზაქსი 
1974 - ეივინდ იუნსონი და ჰარი მარტინსონი 

ნობელის პრიზის ლაურეატების რაოდენობა  

1901-2016 წლებში 113 ავტორი დაჯილდოვდა 

ნობელის ლაურეატთა დაბადების დღეები 

ივნისში ყველაზე მეტი ნობელიანტია დაბადებული 

ბმულზე შეგიძლიათ, გაიგოთ, რომელი ნობელიანტი დაიბადა თქვენს დაბადების დღეზე 

საშუალო ასაკი 

ნობელის ლაურეატების საშუალო ასაკი 65 წელია 

ყველაზე ახალგაზრდა და ხანდაზმული ნობელიანტები ლიტერატურის დარგში 

ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი ლიტერატურის დარგში რადიარდ კიპლინგია, რომელიც 1907 წელს 41 წლის ასაკში დააჯილდოვეს. ყველაზე ხნიერი ლაურეატი კი დორის ლესინგია. მან 2007 წელს 88 წლის ასაკში მიიღო ჯილდო. 

ნობელის პრემიის ქალი ლაურეატები ლიტერატურის დარგში 
1901 წლიდან ნობელის პრემიით 14 ქალი დაჯილდოვდა. პირველი შვედი მწერალი სელმა ლაგერლეფი იყო (1909 წელი), მას პრემია შვედეთის აკადემიის წევრად არჩევამდე 5 წლით ადრე გადაეცა. 

1909 - სელმა ლაგერლეფი 
1926 - გრაცია დელედა 
1928 - სიგრიდ უნსეტი
1938 - პერლ ბაკი
1945 - გაბრიელა მისტრალი
1966 - ნელი ზაქსი
1991 - ნადინ გორდიმერი
1993 - ტონი მორისონი
1996 - ვისლავა შიმბორსკა
2004 - ელფრიდა ელინეკი
2007 - დორის ლესინგი
2009 - ჰერტა მიულერი
2013 - ელის მანრო
2015 - სვეტლანა ალექსიევიჩი 

ორმა ადამიანმა უარი თქვა ნობელის პრიზზე ლიტერატურაში 

1958 წელს ბორის პასტერნაკი ჯერ დასთანხმდა, მოგვიანებით კი საბჭოთა კავშირის ხელისუფლების გავლენით უარი თქვა პრიზზე. 

1964 წელს ჟან-პოლ სარტრიმ უარი თქვა პრიზზე. ის უარს ამბობდა ყველა ოფიციალურ ჯილდოზე. 

დაჯილდოება სიკვდილის შემდეგ 

ერიკ აქსელ კარლფელდტმა 1931 წელს გარდაცვალების შემდეგ გაიმარჯვა.

1974 წელს მიღებული წესის მიხედვით, ნობელის პრიზი არ გადაეცემა გარდაცვლილ ავტორებს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გამარჯვებული გამოცხადების შემდეგ გარდაიცვალა. 

ლაურეატები და ენები

ალფრედ ნობელის ანდერძის მიხედვით, პრიზის მიღება ნებისმიერი ეროვნების ადამიანს უნდა შეძლებოდა. ენისა და ეროვნების განურჩევლად, პრიზი მას უნდა მიეღო, ვინც იმსახურებდა, „იქნებოდა სკანდინავიელი თუ არა“. 

1984 წელს შვედეთის აკადემიის მუდმივმა მდივანმა განაცახადა, რომ აკადემიაში არაევროპელი მწერლების მიმართ ინტერესი იზრდებოდა და ცდილობდნენ, მთელი მსოფლიო მოეცვათ.  ნობელის 113 ლაურეატი წერდა/წერს შემდეგ ენებზე: 

ინგლისური 28 ბენგალური 1
ფრანგული 14 ჩინური 2
გერმანული 13 ჩეხური 1
ესპანური 11 ფინური 1
შვედური 7 ებრაული 1
იტალიური 6 უნგრული 1
რუსული 6 ისლანდიური 1
პოლონური 4 ოქსიტანური 1
ნორვეგიული 3 პორტუგალიური 1
დანიური 3 სერბულ-ხორვატიული 1
ბერძნული 2 თურქული 1
იაპონური 2 იდიში

1

რაბინდრანათ თაგორი (1913 წლის ლაურეატი) წერდა ინგლისურ და ბენგალურ ენებზე. სემუელ ბეკეტი (1969) წერდა ფრანგულად და ინგლისურად, იოსიფ ბროდსკი (1987) პროზაულ ნაწარმოებებს ინგლისურ ენაზე წერდა, ხოლო პოეტურს - რუსულ ენაზე. აღნიშნული სამი მწერალი ბენგალურ, ფრანგულ და რუსულ ენათა კატეგორიაში გადაანაწილეს. 

უინსტონ ჩერჩილი 

დღემდე ბევრი ფიქრობს, რომ უინსტონ ჩერჩილმა ნობელის პრიზი მშვიდობის დარგში მიიღო, თუმცა სინამდვილეში ის ლიტერატურის დარგში დაჯილდოვდა, 1953 წელს. 

ჯილდო კონკრეტული ლიტერატურული ნაწარმოებისთვის 

მიუხედავად იმისა, რომ ნობელის პრემია მწერალს მთელი შემოქმედებისთვის გადაეცემა, შვედეთის აკადემიამ 9 ლაურეატის შემთხვევაში კონკრეტული ნაწარმოებები გამოყო:

მიხეილ შოლოხოვი (1965) - „წყნარი დონი“
ერნესტ ჰემინგუეი (1954) - „მოხუცი და ზღვა“
როჟე მარტინ დიუ გარი (1937) - „ტიბოს ოჯახი“
ჯონ გოლზუორთი (1932) - „ფორსაიტების საგა“
თომას მანი (1929) - „ბუდენბროკები“
ვლადისლავ რეიმონტი (1924) - „კაცები“
კნუტ ჰამსუნი (1920) - Growth of the soil [ქართულად არ არის ნათარგმნი]
კარლ შპიტელერი (1919) - „ოლიმპიური გაზაფხული“
თეოდორ მომზენი (1902) - „რომის ისტორია“

პრეტენდენტთა მოკლე სიის გაცნობა დაჯილდოებიდან 50 წლის შემდეგ არის შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ წლევანდელ კანდიდატთა ვინაობას 2067 წელს შევიტყობთ. 

ამ დროისათვის ხელმისაწვდომია 1966 წლის ჩათვლით არსებულ კანდიდატთა სიები. 1966 წელს ნობელის პრიზი ლიტერატურის დარგში ორად გაიყო შმუელ იოსეფ აგნონსა და ნელი ზაქსს შორის. 

ნობელის პრემიის ვებგვერდზე 4 იანვარს განახლებული ინფორმაციით, 1966 წელს ლიტერატურის დარგში ნომინირებული იყო 72 კანდიდატი, რომელთა შორის იყო მიგელ ანხელ ატურიასი (მან ნობელის პრიზი მომდევნო წელს აიღო), ხორხე ლუის ბორხესი, ანა ახმატოვა, სემუელ ბეკეტი, ჰაინრიხ ბიოლი (ნობელის პრიზი 1972 წელს მიიღო), მაქს ფრიში, ალბერტო მორავია, ვლადიმერ ნაბოკოვი და ა.შ. 

მსოფლიოს მასშტაბით ლიტერატურათმცოდნეებისა და ნობელიანტების მიერ წარდგენილი 350-მდე კანდიდატიდან, გამარჯვებულმა აკადემიის წევრების ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს. ალფრედ ნობელის პრემიის გამარჯვებულს 9 მილიონი შვედური კრონა (დაახლოებით 2 738 870 ლარი) გადაეცემა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^