Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სტრასბურგის მოსამართლის პოსტზე კომიტეტმა რეკომენდაცია ლადო ჭანტურიას გაუწია

04 ოქტომბერი, 2017 19:07

ადამაინის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის პოსტზე მოსამართლეების შესარჩევმა კომიტეტმა რეკომენდაცია ლადი ჭანტურიას გაუწია.

 „მიუხედავად ბევრი კრიტიკისა და სტრასბურგში საქართველოდან გაგზავნილი არაერთი კრიტიკული მოსაზრებისა, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ქვეყნის შიგნით ჩატარებული პროცედურისადმი არ დასმულა არასდროს შეკითხვები. ფაქტია ის, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში უნიკალურ მოდელი შეიქმნა შიდა ეროვნული საკონკურსე კომისიის, რომელშიც მონაწილეობს არასამთავრობო სექტორი, ადვოკატები, მონაწილეობს ომბუდსმენი, რაც სხვა წევრ სახელმწიფოებში არ ხდება. ამიტომაც, პროცედურა ამჯერადაც იყო შესაბამისი კონვენციის მოთხოვნებთან, ასე ჩათვალა კომიტეტმა და ასევე, ფაქტია, რომ კომიტეტმა მოიწონა ქვეყნიდან გაგზავნილი სამპირიანი სია. დღეს უკვე შევიტყვეთ ის, რომ რეკომენდაცია გაეწია ლადო ჭანტურიას, რომელმაც კომიტეტში დამსწრე წევრების უმრავლესობა მოიპოვა და მოწონება დაიმსახურა. ამით მეორე ეტაპი დასრულდა და ვიწყებთ მესამე ეტაპს. 
მესამე ეტაპი, როგორც გვაცნობებენ, გაიმართება მომავალ კვირებში, სადაც უკვე საპარლამენტთაშორისო ასამბლეამ კენჭი უნდა უყაროს სამპირიან სიას და შეარჩიოს მათ შორის საუკეთესო კანდიდატი. მე იმედი მაქვს, რომ ასამბლეა კომიტეტის რეკომენდაციას გაითვალისწინებს“,- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^