Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიის პარლამენტს სხდომის გამართვა აუკრძალა

05 ოქტომბერი, 2017 18:01

ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა კატალონიის სოციალისტური პარტიის სარჩელი და რეგიონს ორშაბათს დაგეგმილი საპარლამენტო სესიის გამართვა აუკრძალა. სოციალისტური პარტია ეწინააღმდეგება ესპანეთიდან გამოყოფას. ამის გამო, პარტიის დეპუტატები მოითხოვდნენ იმ სესიის აკრძალვას, სადაც პარლამენტი დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა. საკონტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა პარტიის სარჩელი და განაცხადა, რომ ასეთი სესია დაარღვევდა დეპუტატების უფლებებს. BBC-ის ინფორმაციით, ამ გზით ესპანეთი ცდილობს, ჩაშალოს ავტონომიური რეგიონის მიერ დამოუკიდებლობის შესაძლო გამოცხადება.

კატალონიის პრეზიდენტმა, კარლეს პუჩდემონმა 3 ოქტომბერს განაცხადა, რომ კატალონია დამოუკიდებლობას კვირის ბოლოს ან მომავალი კვირის დასაწყისში გამოაცხადებდა. კატალონიის მიერ ესპანეთიდან გამოყოფის მცდელობას ეწინააღმდეგება ცენტრალური ხელისუფლება. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, მარიო რახოიმ გააფრთხილა რეგიონის მთავრობა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების მცდელობა უშედეგო იქნება. რეფერენდუმი დაგმო ესპანეთის მეფე ფილიპე VI-მაც და ქვეყნის მოსახლეობას ერთიანობისკენ მოუწოდა.

ესპანეთის ცენტრალური ხელისუფლების ზეწოლის მიუხედავად, კატალონიაში დამოუკიდებლობის მოთხოვნით 1 ოქტომბერს რეფერნდუმი მაინც გაიმართა. მასში მონაწილეობდა მოსახლეობის 42%, რომელთაგან 90%-მა დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. რეფერენდუმის პარალელურად მადრიდის პოლიციასთან შეტაკებების შედეგად 900-მდე ადამიანი დაშავდა, 3 ოქტომბერს კი ადგილობრივმა პროფკავშირებმა კატალონიის მოსახლეობას საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდეს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^