Gem fest-სთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა არ უნდა გამოიყოს - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ეკონიმიკის მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი განმარტებით, GEM Fest-ის ორის ნაცვლად, ოთხი მილიონით დაფინანსების მიზეზი მენეჯმენტის ხარვეზი იყო.
„GEM Fest-ის დაფინანსებასთან დაკავშირებით, ალბათ, წელსაც იქნება მცდელობა, მაგრამ ჩემი პოზიციაა, რომ ეს ღონისძიება არ დავაფინანსოთ. ეს იყო მენეჯმენტის ხარვეზები, როდესაც ჩვენ დავდექით იმ მდგომარეობაში, რომ დამატებითი ხარჯების გაწევა მოგვიწია,“ - განაცხადა გახარიამ.