Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

2018 წლის 1 იანვრიდან ძველი 50-თეთრიანი მონეტები გადახდისუნარიანობას კარგავს

06 ოქტომბერი, 2017 12:28

2018 წლის 1 იანვრიდან გადახდისუნარიანობას კარგავს 50 თეთრის ნომინალის ძველი მონეტა. სავაჭრო და ნაღდი ფულით მომსახურების ობიექტებს აღარ ექნებათ მათი მიღების ვალდებულება. ერთი წლის განმავლობაში ძველი 50 თეთრიანის გამოცვლა შესაძლებელი იქნება ნებისმიერ კომერციულ ბანკსა და საქართველოს ეროვნული ბანკში, ხოლო 2019 წლის 1 იანვრიდან - მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკში.

ე.წ. ოქროსფერი 50-თეთრიანის მოხმარება 1995 წელს დაიწყო. მონეტის ავერსზე დატანილია - გრიფონის რელიეფური გამოსახულება, მის ქვეშ ციფრი „50“ და წარწერა – „თეთრი“, რევერსზე - ბორჯღალი, ციფრები და წარწერები: საქართველოს რესპუბლიკა“, „REPUBLIC OF GEORGIA". 2006 წლიდან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევაში 50 თეთრის ნომინალის ახალი მონეტა გაუშვა და ძველი ოქროსფერი 50-თეთრიანი მონეტების ამოღება დაიწყო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^